LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ფოტოფესტივალი 300 ფოტოხელოვანს უმასპინძლებს

123

TBILISI PHOTO FESTIVAL 2016-ის გახსნის კვირეული 16-22 სექტემბერს გაიმართება. 300-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები რიგით მეშვიდე გამოშვების პროგრამაში. ჩვეულებისამებრ, ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულის მანძილზე, თბილისი რეგიონის “ფოტოგრაფიის დედაქალაქად“ გახდება.

თბილისის ფოტო ფესტივალის გახსნა 2016 წლის 16 სექტემბერს, 19:00-ზე გაიმართება თანამედროვე იაპონელი ფოტოგრაფების 11 გამოფენით, რომლებსაც თბილისის MOMA უმასპინძლებს. ევროპის პრესტიჟულ ფესტივალებსა და საგამოფენო პლატფორმებზე კარგად ცნობილი იაპონური ფოტოგრაფია პირველად იფინება საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თანამედროვე იაპონური ფოტოგრაფიის 11 ავტორის გამოფენა ფოტო ფესტივალის პუბლიკისთვის, ტრადიციებით ცნობილ იაპონურ ფოტოგრაფიაში თანამედროვე წამყვანი ავტორების გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა გახდება. გამოფენილ ფოტოგრაფთა შორის არიან: არატა დოდო, აია ფუჯიოკა, მიჰო კაჯიოკა, ჰაჯიმე კიმურა, ერიკო კოგა, კაზუმა ობარა, ნაოუკი ოგინო, კოჯი ონაკა, შიეკო შირაიში, მოტოჰიდო ტაკედა, აიო იამაუჩი)

გთავაზობთ ფესტივალის წლევანდელ პროგრამას:

16 სექტემბერს, 19:00 საათზე ფესტივალის გახსნაზე 9:00-ზე
გაიმართება თანამედროვე იაპონელი ფოტოგრაფების 11 გამოფენა.

18 სექტემბერს, 19:00 საათზე კლუბ ლოლიტაში თურქი ფოტოგრაფის იუსუფ
სევინჩლის ნამუშევრები გამოიფინება.

19 სექტემბერს ”ფაბრიკაში” მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფოტოჟურნალისტური სააგენტო “Noor“ -ის სამი წამყვანი
ფოტოჟურნალისტი ქალი სხვადასხვა ქევყნებში გადაღებულ პროექტებზე სასაუბროდ ესტუმრებიან თბილისის ფოტო ფესტივალს.

20 სექტემბერს 21:00 საათზე ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის ანტუან დაგატას წიგნის, Frontline-ის, პრეზენტაცია და სლაიდ შოუ ”ფაბრიკაში”.

21 სექტემბერი 21:00 საათი “Noor-ის ქალების ღამე“ , ღია ცის ქვეშ პრესტიჟული
ფოტოსააგენტოს ქალი წევრების პროექტების ჩვენებას დაეთმობა

17-დან 22 სექტემბრამდე მსურველებს შეუძლიათ ”ფაბრიკაში” ფოტო წიგნიებს რიგით მეორე საერთაშორისო ბაზრობა დაათვალიერონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები