LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გამგეობებში რეორგანიზაციები დაიწყება – თბილისის მერი

71

“თბილისის გამგეობებში რეორგანიზაციები დაიწყება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საზოგადოება დეტალებს მომავალში გაიგებს.

“როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ოპტიმიზაციაზე და რეორგანიზაციაზე, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ მერია. გამგეობებშიც იქნება რეორგანიზაციები და იქნება ოპტიმიზაცია. რა და როგორ გაკეთდება, ამას მომავალში საზოგადოება გაიგებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გუშინ თბილისის 10 რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები