LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გარეუბნების უმეტეს ნაწილში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება

254

თბილისის გარკვეულ უბანში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება. “ინტერპრესნიუსის”ინფორმაციით,  თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ილუმინაციებით არ მოირთვება როგორც დედაქალაქის გარეუბნების უმეტესი ნაწილი, ისე ზოგიერთი ცენტრალური ქუჩა.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, ილუმინაციებს, რომელიც საახალწლოდ გასულ წლებში გამოიყენებოდა, წელს რეკონსტრუქცია ჩაუტადა და ის მხოლოდ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე, ფილარმონიის და ტელევიზიის მიმდებარედ კოსტავას გამზირზე, ვახუშტის ხიდზე, გლდანულის შესასვლელში, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე, ნაძალადევში – გადასასვლელი ხიდიდან კინო “საქართველომდე”, ბუშის ქუჩაზე, ქეთევან წამებულის გამზირზე და შარტავას ქუჩაზე დამონტაჟდა. ასევე ილუმინაციები “ანგელოზები” დაიდგა მარჯანიშვილის მოედანზე. შესაბამისად, საახალწლო განათება არ დამონტაჟდება გლდანში, ვარკეთილში, თემქაზე, ვაზისუბანში, ისანში, ავლაბრის ნაწილში, დიდუბეში – წერეთლის გამზირზე, ასევე დიღმის მასივში, დიდ დიღომში და ა.შ.

რაც შეეხება წელს შეძენილ ილუმინაციებს, ახალი განათებებით მოირთო თბილისის ცენტრალური ნაწილი: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას და თამარაშვილის ქუჩა და ავლაბრის აღმართი.

დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები