LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გულში ინვესტიცია მეტ მიმზიდველ ადგილს და შემოსავალს ნიშნავს – „თბილისი გალერია“ გაიხსნა

22

რუსთაველის გამზირზე, საზეიმოდ  მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „თბილისი გალერია” გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერი და თბილისის მერი დაესწრნენ. კახა კალაძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელებისთვის დაახლოებით 97 მილიონი  დოლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, თბილისის გულში ინვესტიცია მეტ მიმზიდველ ადგილს და შემოსავალს ნიშნავს,  „გალერია თბილისში“ 1000-მდე ადამიანი დასაქმდება.სავაჭრო ცენტრში განთავსებული ობიექტების დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად 3 თვის განმავლობაში გაიხსნება.

 

„ჩვენს დედაქალაქს „თანაინვესტირების ფონდმა“ უმნიშვნელოვანესი პროექტი აჩუქა – სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე, ძველი უნივერმაღის ადგილას აშენდა, რომელიც თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვითა და იერსახით, დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება. აქ, თბილისის გულში კვლავ იფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრი, სადაც დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები, 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი გუნდისთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება. პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 97 მილიონი ამერიკული დოლარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, წლების განმავლობაში მიტოვებული ტერიტორია თანამედროვე, უმაღლესი დონის კულტურულ, სავაჭრო და გასართობ ცენტრად აქცია. პირველ რიგში კი, მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა. ასე რომ, ტრადიცია გრძელდება, გელოდებით ყველას – თბილისელებს, ჩამოსულ სტუმრებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თბილისის გულში მსგავსი ინვესტიციების განხორციელება ტურისტებისთვის მეტ მიმზიდველ ადგილს და ქვეყანაში მეტ შემოსავალს ნიშნავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სავაჭრო ცენტრში განთავსებული ობიექტების დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად 3 თვის განმავლობაში გაიხსნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები