LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა – „შავი ზღვის ნაპირებიდან” გაიხსნება

112

თბილისის ისტორიის მუზეუმში ”ქარვასლა”, ხვალ, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „შავი ზღვის ნაპირებიდან” გაიხსნება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივად და რეგიონალურად, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

ამჯერად, თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს პროექტით გათვალისწინებულ რიგით მეორე საერთაშორისო გამოფენას, რომელიც აერთიანებს ხელოვანებს ექვსი ქვეყნიდან: საქართველო – ლია ბაგრატიონი; რუმინეთი – სებასტიან მოლდოვანი; თურქეთი – ნეზაკეტ ექიჩი; ბულგარეთი – მარიანა ვასილევა ; რუსეთი – Iced Architects; უკრაინა – ნიკიტა კადანი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიაში შესრულებული ინსტალაციები, ვიდეოარტი და კერამიკული ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილე ყველა ხელოვანს აერთიანებს შთაგონების წყარო – შავი ზღვა.

გამოფენა ,,შავი ზღვის ნაპირებიდან“ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

14365391_1319782514728822_1647488596_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები