LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალი „მაილს ელექტრიკ ბენდის“ კონცერტით დაიხურა

145

თბილისის ჯაზფესტივალი დასრულდა. 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, მუსიკალური ღონისძიება, რომელიც 21-ედ იმართება, „მაილს ელექტრიკ ბენდსა“ და რავი კოლტრეინს მასპინძლობდა. მაილს დევისის და ჯონ კოლტრეინის შთამომავლები ერთ სცენაზე აღმოჩნდნენ და საინტერესო ჯაზური იმპროვიზაციები შემოგვთავაზეს.

2011 წელს, ვინს ვილბურნ უმცროსმა, ლეგენდარული მაილს დევისის დისშვილმა, რომელიც თავად დრამერი გახლავთ, საინტერესო შეთავაზება მიიღო „ჩიკაგო ჯაზ ფილარმონიკისგან“ მაილს დევისის ფესტივალში მონაწილეობაზე, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო დევისი ბრწყინვალე შემოქმედების აღსანიშნავად. ამ დროიდან მოყოლებული, შესაბამისი მუსიკოსების შეკრებით, თანდათან დაიწყო ხორცის შესხმა მაილს დევისის ელექტრონული პერიოდის მუსიკის გაცოცხლების იდეისთვის.

თბილისის ჯაზფესტივალზე ამ შემადგენლობას დაემატა ჯონ კოლტრეინის შვილი, რავი – საქსოფონისტი, რომელთან კოლაბორაციაც საინტერესო გამოდგა ქართველი მსმენელისთვის.

ხანგრძლივ კომპოზიციებს ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოსდევდა. დარბაზში აშკარად ჟანრის ნამდვილი დამფასებლები შეიკრიბნენ.

თბილისის ჯაზფესტივალი კი ამ კონცერტით დაიხურა და შემდეგ აპრილამდე საინტერესო ლაინაფის მოლოდინში დაგვტოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები