LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალის ორი გასაკუთრებული დღე და სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა

258

29 აპრილს, „ივენთ ჰოლში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, „ისთერნ ფრომოუშენსმა“თბილისის მორიგი ჯაზფესტივალი გახსნა. სიახლე ის გახლავთ, რომ ამიერიდან ამ ღონისძიებას არა შემოდგომაზე, არამედ გაზაფხულზე დაესწრებით და თქვეც შერჩეულია, აპრილი, თარიღებიც ყოველ წელს იდენტური იქნება, რადგან 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება და როდის უნდა გაიმართოს თბილისის ჯაზფესტივალის ერთი კონცერტი მაინც, თუ არა სწორედ ამ დღეს…

წლევანდელ 30 აპრილს ბენდი „მაილს ელექტრიკი“ სპეციალურ სტუმართან, რავი კოლტრეინთან ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე. ნამდვილი ჯაზური სიამოვნების მისაღებად მელომანები მზად არიან, თუმცა არანაკლებ საინტერესო იყო წინა ორი საღამო, რომლითაც „ისთერნ ფრომოუშენსმა“ გაგვანებივრა.

29 აპრილს, ფესტივალის გახსნა ქართველებს მიანდეს. მამსნელის წინაშე „ივენთ ჰოლში“ სანდრო კვაჭაძე წარდგა ტრიოს შემადგენლობაში და საავტორო მუსიკა შემოგვთავაზა, რისთვისაც მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურა. შემდეგ კი სცენაზე „The Bad Plus“ წარდგა – ტრიო, რომლის მუსიკალური ჰარმონიების მოსმენას აშკარად საჭირდება გავარჯიშებული ყური, კომპოზიციების შიგნით მელოდიებისა და ტემპის უეცარ ცვლილებას ალღო კარგად რომ აუღოს. ჯაზისა და ავანგარდული ჯაზის ჟანრში მოღვაწე ჯგუფს 12 ალბომი აქვს გამოცემული დაარსების დღიდან და დღემდე აგრძელებს საინტერესო მუსიკალურ გზას…

„თქვენთან შესახვედრად 18 საათის განმავლობაში ვიფრინეთ და უკან იგივე გზა უნდა გავიაროთ, მაგრამ ნამდვილად ღირდა“, ასე მოგვმართა სცენიდან 29 აპრილს, „რესპუბლიკის“ კომფორტულ სივრცეში შეკრებილებს ამერიკული აკაპელა ჯგუფის „Naturally 7“ ერთ-ერთმა წევრმა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მუსიკალური მიმდინარეობის მოტრფიალე ხართ ან უსმენთ თუ არა საერთოდ მუსიკას, თუკი მელოდიური ნახაზი არ დაგაინტერესებთ, იმით მაინც გაოცდებით, როგორ ახერხებს შვიდი ადამიანისგან დაკომპლექტებული ანსამბლი ამა თუ იმ ინსტრუმენტის მიბაძვას და სცენაზე ყველანაირი აკომპანემენტის გარეშე არაჩვეულებრივი ატმოსფეროს შექმნას. საკუთარი რეპერტუარის გარდა, ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს რამდენიმე ცნობილი კომპოზიციაც, სტინგის „Englishman in new york“ და Coldplay-ს „Fix You“, რომელიც კონცერტის მიწურულს შესრულდა, განსაკუთრებული გამოდგა, რის შემდეგაც მომღერლები ბისზე გამოიწვიეს, მათაც არ დაიზარეს დამატებით კომპოზიციების შესრულება და საქართველოს დროშაც ააფრიალეს სცენაზე. ჟურნალისტებთან კი განაცხადეს, რომ დარბაზიდან მიღებული დიდი ენერგეტიკის გამო, არასდროს იტყვიან უარს ქართველ მსმენელთან შეხვედრაზე.

ფოტოები: ილია ბაბურაშვილი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები