LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალს ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი ჯეიმი კალუმი გახსნის!..

107

10 ნოემბერს თბილისის ჯაზფესტივალი შესანიშნავ ბრიტანელ ჯაზმუსიკოსს, ჯეიმი კალუმს მასპინძლობს. მისი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ამ დღეს ზაფხულიდან ველოდებით. რეგიონში დაძაბული ვითარების გამო კალუმმა ბათუმის ჯაზფესტივალზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა იქვე დაანონსდა, რომ მისი კონცერტი თბილისში, 10 ნოემბერს შედგებოდა.

ჯეიმი კალუმი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალია, დიდ ბრიტანეთში ყველაზე შემოსავლიან ჯაზ-პოპშემსრულებლად მიიჩნევა. საკუთარი კომპოზიციების გარდა, მას ეკუთვნის უამრავი ცნობილი სიმღერის საინტერესო ვერსია.

მუსიკალურად, როგორც თავად ამბობს, მაილს დევისიდან დაწყებული, ტომ უეიტსით დამთავრებული,ძალიან ბევრი არტისტის გავლენა განიცადა.

ჯეიმი კალუმს ამ დრომდე 7 სტუდიური და ერთი ლაივ ალბომი აქვს გამოცემული. აღებული აქვს „გრემი“, ორი „ოქროს გლობუსი“, პრესტიჟულმა გამოცემამ GQ ორჯერ დაასახელა წლის მამაკაცად, მის ანგარიშზე უამრავი სხვადასხვა ჯილდო ირიცხება, მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ მუსიკოის შესახებ წერს – „ჯეიმი კალუმმა, 35 წლის არტისტმა, როგორც კომპოზიტორმა და მომღერალმა დიდი წარმატება მოიპოვა ჯაზსა და პოპში, შეუფასებელია მისი ქარიზმა, მოქნილი ხმა და ენერგია, რომელსაც სცენაზე ყოფნისას აფრქვევს“.

თავის ენერგიასა და შარმს ის ხვალ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მსმენელს გაუზიარებს. ბილეთების ყიდვა ჯერ კიდევ შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები