LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერი ბიუჯეტს 10 მილიონით ზრდის

79

თბილისის მერი მიმდინარე წლის ბიუჯეტს 10 მილიონით ზრდის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, ნახევარი მილიონი კი, მერიის სარეზერვო ფონდში გადავა.

„ეს არის იმ აუცილებლობით განპირობებული, რომლითაც არის მოთხოვნა შემოსული, იგივე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა, სადაც დაზარალებულები გვყავს. გარკვეული ნაწილი გადახდილია, მაგრამ დარჩენილია,“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა.

ოპოზიცია სარეზერვო ფონდიდან თანხის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ საუბრობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, საარჩევნოდ აქტივისტები სწორედ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდებიან.

„სარეზერვო ფონდს ემატება ნახევარი მილიონი ლარი, რომელი ფონდიდანაც ჩვენ ვნახეთ, რომ გია გაჩეჩილაძე 30 ათასი ლარი გადაერიცხა, ამ ფონდიდან უკონტროლოა ხარჯი და ზრდიან იმ მუხლს, რომელიც მათთვის არის კომფორტული,“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

როგორც ცნობილია, ნახევარი მილიონი ლარი ასევე, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას დაემატება. „ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ამ თანხებით მემანქანეების ხელფასის მომატება და სატრანსპორტო კოლაფსის ახალი საფრთხის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

პოპულალურები