LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: “ახალ გზაზე არაფერი ხდება საშიში, პატრულმა დროებით დაკეტა პრევენციისთვის”

66

“ახალ გზაზე არაფერი ხდება საშიში, პატრულმა დროებით დაკეტა პრევენციისთვის,” – ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქის” გვერდზე მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“თბილისის მერი მერი, მოადგილე, გამგებლები, შესაბამისი სამსახურები ყველა ქალაქში მოძრაობს. საპანიკო არაფერია. არც ახალ გზაზე ხდება საშიში არაფერი. პატრულმა დროებით დაკეტა პრევენციისთვის. მერიის პრესსამსახურიც ხაზზეა ყველას ვპასუხობთ. გადაუმწობელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ, გთხოვთ!” – აცხადებენ პრესამსახურში და ვერეს ხეობის ახალი გზის ფოტოებს აქვეყნებენ.

თბილისში მთელი დღეა, წვიმს. დედაქალაქის უბნები რამდენჯერმე დაისეტყვა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ,რომ წვიმა ღამის მანძილზეც გაგრძელდება.

დაიტბორა გმირთა მოედანიც, თუმცა ამ დროისთვის იქ მოძრაობა აღდგენილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები