LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია გამგეობებში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი ურნების დადგმას გეგმავს

158

თბილისის მერია ინიციატივით გამოდის, გამგეობებში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი ურნები დაიდგას.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პოლიეთილენის ბოთლების შემაგროვებელი აპარატის დადგმა კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოხდება.

„ეს იდეა თანხვედრაშია ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას აქვს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც სურს, რომ გადაამუშაოს პოლიეთილენის ბოთლები, თბილისის მასშტაბით, ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ ამ ბოთლების შემაგროვებელი ურნების დამონტაჟება და მგონია, რომ მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები