LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს

35

თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს. როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურსა და გამგეობებში მეორე დღეა ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ათეულობით განცხადება შედის.
თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები