LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს

71

დედაქალაქის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს – ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კახა კალაძის განცხადებით ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება თბილისის მასშტაბით ჩატარებული ხიდების კვლევის საფუძველზე მიიღეს.

„2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ავარიულობის ხარისხი დადგინდა. მას შემდეგ, თბილისის მერია ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ეტაპობრივად აწარმოებს. ამჯერად, ვახუშტის ხიდის აღდგენას ვგეგმავთ. ტენდერს ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ორ-სამ დღეში გამოვაცხადებთ. ხიდის აღდგენა-განახლების პროცესს დაახლოებით, 2 მილიონ 400 000 ლარი და ხუთი თვე დასჭირდება,“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები