LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ ავტომანქანის პარკირების 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

20

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

პარალელურად,  სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე – 105, წინანდლის ქუჩაზე – 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი.

მითითებულ მისამართებზე მერია პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები