LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ სითი პარკს შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს

31

“თბილისის მერია სითი პარკს სასამართლოში უჩივლებს”, – ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია  “იმედს” განუცხადა. თბილისის ახლადარჩეული მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი გზით იდავებს.

“დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად ჩნდება კითხვა – ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? იყო მოსაზრება, რომ ხომ არ გადავუხადოთ 25 მილიონი და გავიდეს. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს კომპანია იქნება უბედნიერესი. თუ არის სამართლებრივი დავის შესაძლებლობა რატომ უნდა გადავიხადოთ ამხელა თანხა?”, – აცხადებას კალაძე.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ სასამართლოში საქმე “თბილისის მერია “სითი პარკის” წინააღდეგ”, კახა კალაძე პასუხობს – “რა თქმა უნდა!”.

კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები