LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიაში, კვირაში ორჯერ, მოქალაქეების პრობლემებს მოისმენენ

38

თბილისის მერმა სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც მოქალაქეების მიღებას კვირაში ორჯერ განახორციელებს.  როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მოქალაქეებს მერიაში კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და პარასკევს მიიღებენ.

“იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება შევქმნათ სპეციალური ჯგუფი. ის კვირაში ორჯერ განახორციელებს მოქალაქეების მიღებას, შესაბამისად, მათი პრობლემების შესახებ მოისმენს და რეაგირებას გავაკეთებთ ჩვენი სამსახურების კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში. ეს დღეები იქნება ხუთშაბათი და პარასკევი. ხუთშაბათს 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს, 13:00-დან 18:00 საათამდე.

თბილისის მერიის მიზანია, დედაქალაქის მაცხოვრებლებთან მაქსიმალური კოორდინაცია”, – განაცხადა კალაძემ.

მოქალაქეების მიმღები ჯგუფი მერიის სხვადასხვა სამსახურისგან კომპლექტდება. მათ შორის იქნება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური, სსიპ ქონების მართვის სააგენტო და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები