LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები უსაფრთხოების მოთხოვნით აქციას მართავენ

94

თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეები უსაფრთხოების მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დიდუბის ორ ბაზრობას შორის არსებული  ჭიშკრის გაღებას ითხოვენ.

ისინი წარმოადგენენ შპს „მ.ზ“-ს, რომლის ბაზრობის ტერიტორიაც სამი მხრიდან შემოსაზღვრა შპს „დიდუბის“ მფლობელმა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სახანაძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.

აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო თბილისში ბოლო პერიოდში რამდენიმე ბაზრობა დაიწვა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი 30 იანვარს მოხდა. თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები