LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერის არჩევნებზე ერთადერთი ინტრიგა ალეკო ელისაშვილია – გია ხუხაშვილი

36

„თბილისის მერის არჩევნებზე ერთადერთი ინტრიგა ალეკო ელისაშვილია,“ -ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა, განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, არაპარტიული კანდიდატი არჩევნებზე სიახლეა.

ამ არჩევნების სიახლეა არაპარტიული კანდიდატი, რომელიც ამბობს და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ გაათავისუფლებს ქალაქს პარტიული კლანებისა და აქტივისგან. პარტიული კლანები და აქტივი იყვნენ მმართველობაში წინა და ამ ხელისუფლების დროსაც. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი ალეკო ელისაშვილს აკვირდება, თუმცა ჯერჯერობით ეჭვი ეპარება, რამდენად შეუძლია ამ ადამიანს რეალურად ამოცანების გადაწყვეტა. მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ექსპერიმენტზე. წინა დღე ნანახი გვაქვს ბევრჯერ, გავიღვიძოთ და მეორე დღეში გადავინაცვლოთ. აღარ მოგვბეზრდა ამ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალი? აგერ არის ეს ახალგაზრდა კაციშეიძლება გამოუცდელია, ბევრი რამ არ იცის, მაგრამ გულწრფელი და გულანთებულია. მოვსინჯოთ, ეს არ გვინახავს. რაღაც ახალი იქნება. ცოტა გავერთობით მაინც,“-განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები