LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, 34%-ით კალაძე ლიდერობს – “რუსთავი2”-ის კვლევა 

64

სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით,  თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, 34%-ით კახა კალაძე ლიდერობს.

კვლევა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

კითხვაზე, “თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” პასუხები ასეთია:

კახი კალაძე – 34%
ზალიკო უდუმაშვილი – 14%
ალეკო ელისაშვილი – 14%
ელენე ხოშტარია – 5%
ირმა ინაშვილი – 2%
გიორგი გუგავა – 2%
კახა კუკავა – 1%
გიორგი ვაშაძე – 1%
თენგიზ შერგელაშვილი – თითქმის 1%;
არ გადამიწყვეტია – 13%
უარი პასუხზე – 7%
არავის – 6%

კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, შედეგები ასეთია:

ალეკო ელისაშვილი – 21%
ელენე ხოშტარია – 9%
ირმა ინაშვილი – 4%
კახა კუკავა – 3%
გიორგი გუგავა – 2%
თენგიზ შერგელაშვილი – 1%
გიორგი ვაშაძე – 1%

კვლევის განმარტების თანხმად, მონაცემების საერთო ჯამი 100%-ს აჭარბებს. ეს არ არის შეცდომა, რესპონდენტები ერთდროულად ორ კანდიდატს ასახელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მეორე ტურში გადასვლას მოახერხებდნენ, სწორედ ამიტომ პროცენტული ჯამი 100-ზე მეტია.

რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს – “თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?”

შედეგი ასეთია:

“ქართული ოცნება” – 36%
“ნაციონალური მოძრაობა” – 12%
“ევროპული საქართველო” – 8%
“ლეიბორისტული პარტია” – 5%
“პატრიოტთა ალიანსი” – 4%
“დემოკრატიული მოძრაობა” – 1%
“ახალი საქართველო” – 1%
“რესპუბლიკური პარტია” – 1%
არ გადამიწყვეტია – 15%
უარი პასუხზე – 8%
არავის – 9%

გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას:

სავარაუდოდ კი – 19%
სავარაუდოდ არა – 6%
დანამდვილებით არა – 5%

რესპოდენტთა 66% კი აცხადებს, რომ 2014 წელსაც მიიღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში. 74% ამბობს, რომ ხმა მისცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. ანუ გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩევლები საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები