LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტრო უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი გახდება

102

თბილისის მეტროს მიმართულებით საინვესტიციო გეგმა განხორციელდება.

როგორც „ფორტუნას“ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, გეგმა მეტროპოლიტენის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებას გულისხმობს.

მისი თქმით, შეფასების შემდეგ, შემუშავდება გეგმა მეტროს განახლებისა და ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

საბოლოო ჯამში, ეს მეტროპოლიტენის დანახარჯების შემცირებას და გამტარუნარიანობის გაზრდას გამოიწვევს.

„არსებული ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის შეფასება მთლიანად უნდა მოხდეს. ამას ვაკეთებთ დონორი ორგანიზაციის – აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით. უნდა მოხდეს გეგმის შემუშავება, როგორ შეიძლება მეტრო ეტაპობრივად განალხდეს და განვითარდეს, ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართულებით, იმისთვის რომ დანახარჯები რაც გააჩნია მიმდინარე ოპერაციულ ნაწილში მეტროპოლიტენს იყოს ბევრად უფრო ნაკლები რაც არის დღეს. მთლიანობაში მეტროპოლიტენი ენერგოეფექტურ სატრანსპორტო მიმართულებად უნდა იქცეს და მისი გამტარუნარიანობა გაიზარდოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ “ფორტუნასთან”.

ამასთან, მომავალ წელს თბილისის მერია მეტროპოლიტენის მიმართულებით 30 მილიონიან ინვესტირებას გეგმავს. აღნიშნული თანხა როგორც ვაგონების მოდერნიზება–რეაბილიტაციაზე, ასევე სადგურების განახლებაზე დაიხარჯება.