LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს მგზავრებს კიდევ ოთხი განახლებული ვაგონი ემსახურება

283

თბილისის მეტროს მოძრავ შემადგენლობას კიდევ 4 განახლებული ვაგონი შეემატა. მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და კაპიტალური რემონტის ფარგლებში 2017 წელს პირველ ეტაპზე ხელშეკრულება გაფორმდა 8 ვაგონის განახლებაზე. აქედან პირველი 4 განახლებული ვაგონი ხაზზე 17 მაისს გავიდა.

ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შეუძლიათ დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები მგზავრობის დროს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მოძრავ შემადგენლობაში შეიცვალა სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკის მთლიანი სისტემა. ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ასევე შეიცვალა მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილი. ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი.

ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა ახორციელებს.

2017 წელს სულ იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები