LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია (ვიდეო)

698

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი გათიშულია. „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ შეფერხება ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო მოხდა. მათი ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები სადგურებში გააჩერეს და მგზავრებისგან დაცალეს.

ამ დროისთვის საბურთალოს ხაზის არცერთი სადგური არ მუშაობს, ხოლო მეტროპოლიტენის პირველი ხაზი მგზავრებს შეუზღუდავად ემსახურება.

თბილისის სატრანსპორტი კომპანიაში არ იციან, როდიდან შეძლებენ მუშაობის განახლებას, რადგან ეს კომპანია „თელასზეა“ დამოკიდებული. მუშაობა ელექტროენერგიის აღდგენისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები