LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრები WiFi-ით სარგებლობას შეძლებენ

113

უახლოეს მომავალში თბილისის მიკროავტობუსებში WiFi გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” შპს WiFisher-ის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით უკვე დასრულებულია და WiFi რამდენიმე სამარშუტო ხაზზე სატესტო რეჟიმში გაეშვება. გარდა ამისა, როგორც ივანიძემ აღნიშნა, WiFisher-ი საკუთარ მომსახურებას ერევანში დანერგავს, უახლოეს მომავალში კი პროდუქტის შეთავაზება ესტონეთისთვისაც იგეგმება.

„WiFisher შეიქმნა ხუთი თვის წინ, კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზებისთვის. ჩვენი კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტით განათავსონ WiFi რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა ძალიან მარტივია –  მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ან „ლეპტოპის“ ეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად სისტემა აყენია 60 ლოკაციაზე თბილისის მასშტაბით, სამ ლოკაციაზე-გუდაურში და ორ ლოკაციაზე-ბაკურიანში.

”ვაპირებთ ლოკაციების რაოდენობის გაზრდას. ასევე იზრდება ჩვენი დამკვეთების რაოდენობაც, ამ ეტაპზე 10 დამკვეთი გვყავს”, – აღნიშნა ნოდარ ივანიძემ.

WiFisher-ის დამფუძნებელის თქმით, მისი კომპანიის პროდუქტის უპირატესობა არის ის, რომ დამკვეთს ეძლევა უნიკალური საშუალება „გავიდეს“ თავის სამიზნე აუდიტორიაზე ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე.

”მაგალითად, თუ დამკვეთის აუდიტორია დადის კაფე „ა“-ში, მაშინ ის სწორედ იქ განათავსებს რეკლამას. ყველა მომხმარებელი ვინც კი უკავშირდება ინტერნეტს ნახულობს რეკლამას. ამ სერვისით დამკვეთი მარტივად შედის სამიზნე აუდიტორიასთან ინტერაქციაში”- განმარტა ივანიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები