LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლების გაფიცვისთვის მზადებას უარყოფს

114

მძღოლების ნაწილის მიერ 1 აგვისტოს დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” უარყოფს.

მათი განცხადებით, მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციული დიალოგისთვის.

“გავრცელებული ინფორმაცია მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური. „თბილისის მიკროავტობუსი“ ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზად ყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აცხადებენ “თბილისის მიკროავტობუსებში”.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 აგვისტოს თბილისში, დილის 9 საათიდან სამარშრუტო ტაქსების ნაწილი გაიფიცება. მოთხოვნა  ხელშეკრულების პირობების გადახედვა და ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები