LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მიკროავტობუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება

93

“ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ”, – ამის შესახებ საგანგებო განცადებას თბილისის მიკროავტობუსი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.

კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, სამარშუტო ტაქსებში კონდინცირების არ არსებობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.

“უმორჩილესად ვთხოვთ მომხმარებელს ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე 32 2 200 340.

 „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.

გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმიურ გადასახადს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

პოპულალურები