LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება

52

თბილისის მოდის კვირეულმა გასული 13 სეზონის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ახალი სახე აღმოაჩინა მოდის სფეროში და სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებს – კერძოდ, კვირეულის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველა ახალბაედა, უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს შეეძლება საკუთარი კოლექციის სრულად ჩვენება, მას გააცნობენ ამ სფეროს პროფესიონალებს, მონაწილეებს მაქსიმალურად მკაცრად შეარჩევენ, მათი კოლექციების დახვეწასა და განვითარებაზე კი თავად იმუშავებენ.

ამჟამინდელი სეზონი 18 ოქტომბერს „თბილისი მოლში“ გაიხსნება, რომელიც ღონსიძიების გენერალური სპონსორი გახლავთ, იქ იხილავთ კვირეულის ოფიციალურ შოურუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება სეზონური კოლექციები.

შემდეგი დღეეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, „ახალ ტიფლისში“ ნახოთ ნინო რამიშვილის არასასცენო კოსტიუმების გამოფენა და „სუხიშვილების“ პერფორმანსი, იმავე საღამოს ჩუბიკას შემოქმედებას ასევე პერფორმანსისა და ინსტალაციის საშუალებით გაეცნობით. შემდეგი ოთხიდ ღის განმავლობაში პოდიუმზე წარმოდგენილი იქნება მარიამ გვასალიას, ლაშა ჯოხაძის, ნინი ჭელიძის, თამთა შინდელიშვილის და სხვა არაერთი ქართველი დიზაინერისა თუ ბრენდის კოელქციები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები, თბილისს ასევე ესტუმრება ცნობილი სტილისტი და ბლოგერი, ოკსანა ონი, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს – „კინემატოგრაფისა და ხელოვნების გავლენა მოდაზე“.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს, ისინი ქართველი დიზაინერების კოლექციებსა და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გაეცნობიან.

თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკაა Mac, მოდელების თმის ვარცხნილობაზე კი სილამაზის სალონი Keune იზრუნებს.

მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI

მხარდამჭერები:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალური კოსმეტიკა – MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები,  iStudio,  Luciano,  Brotmeister.

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

14686263_1355198391187234_828067503_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები