LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს „თბილისი მოლში“ გაიხსნება

65

თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს იხსნება, „თბილისი“ მოლში, საღამოს რვის ნახევრიდან კვირეულის შოურუმის ოფიციალური გახსნა, კოლექციების ჩვენება და წველება გელოდებათ.

19 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისის მოდის კვირეული გაიხსნება განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც „ახალი ტფილისის“ ტერიტორიაზე, ნინო რამიშვილის კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი გაიმართება!  იმავე საღამოს 20:00 საათზე აბაკელიას ქუჩაზე, CHUBIKA-ს Secret Garden მოეწყობა!

20 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით კი სასტუმრო Rooms Tbilisi უმასპინძლებს თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს.

თბილისის მოდის კვირეულის განრიგში კიდევ ორი ჩვენებაა დაგეგმილი ალტერნატიულ სივრცეში: ლაშა ჯოხაძის ჩვენება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში მოეწყობა, მარიამ გვასალია კი კოლექციას სტუმრებს სამკერვალო-საწარმოში წარუდგენს. LTFR & GIPSY SAMURAI კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი გამომცემლობის შენობაში გამართავს ღონისძიებას.

23 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონის დახურვას დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“ უმასპინძლებს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები