LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის მოდის კვირეული“ გიორგი შაღაშვილის ჩვენებით დასრულდა

50

„თბილისის მოდის კვირეული“-ს რიგით მე-13 სეზონი დასრულდა. კვირეულის ბოლო დღეს წარმოდგენილი იყო Diphylleia, Tamanini, Atelier 27, Association Anika, TamtaShindelishvili, NiniChelidze, Blue Flax  და George Shaghashvili- ის კოლექციები. წინა ჩვენებებისგან განსხვავებით  დასკვნითი ჩვენება მთლიანად სასტუმრო „რუმს თბილისში“ მიმდინარეობდა.

კვირეულს ესწრებოდნენ უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები. „ფორტუნა“  ცნობილ street style ფოტოგრაფ ადამ კაც სინდინგს გაესაუბრა.

„ეს ჩემი მეოთხე სტუმრობაა საქართველოში. ნამდვილად ძალიან ლამაზია აქაურობა, ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე, მომწონს ეს სოზინი. ამ დროს ამინდი მშვენიერია. ქართველი ხალხი ვფიქრობ უნიკალურია  და  ყველა მიმზიდველია. ლოკაცია არაჩვეულებრივადაა შერჩეული. ყველაფერი მომწონს დრამატიკა, განათება, მაგრამ ყველაზე მეტად რაც საქართველოში მომწონს ეს არის ხაჭაპური. მომწონს ქართველი დიზაინერები. Materiel ვფიქრობ ჩემი ფავორიტია“

თამთა შინდელიშვილის ჩვენებას ესწრებოდა ყველაზე არაორდინალური გია ჯაჯანიძე:

„ახალია, ძალიან საინტერესო სტილია. ჩემთან ახლოს არის, იმიტომ რომ პრიალა ფერები მიყვარს, ძალიან ნიჭიერი გოგოა და მიხარია, რომ ყოველ წელს ახალი და ახალი დიზაინით გვანებივრებს. მთავარია რომ ძალიან ბევრი ხალხია და ყველანი კმაყოფილები არიან. მოდის კვირეულების ხშირი სტუმარი არ ვარ, თუმცა პირველი, მეორე და მესამე მოდის კვირეულებთან შედარებით დღეს აქ რაც ხდება არის ძალიან კარგი, მეტად ორგანიზებულია.“

თბილისის მოდის კვირეულის დასკვნით ეტაპზე თამო ვაშალომიძეც გამოჩნდა.

„ თამთას ბევრი ნივთი მაქვს. უმეტესად ფეხსაცმელები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აუცილებელია ფეხსაცმელი სილამაზესთან ერთად კომფორტულიც იყოს. თამთა კი ამას ახერხებს.“

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი George Shagashvili-ის კოლექციით დაიხურა. დიზაინერმა „ფორტუნა“-ს ემოციები გაუზიარა.

„ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. მოგზაურობა არის ერთ-ერთი შთაგონების წყარო, კოლექციის შესაქმნელად, როდესაც ვმუშაობ. წინაწარ ვგეგმავ მოგზაურობას. ამ ეტაპზე იაპონიაში ვიმოგზაურე. იაპონური კულტურა, იაპონური ნაციონალური სამოსი, თანამედროვე ხლოვნება, არქიტექტურა, რელიგია, რომლებშიც პარალელები არის გავლებული თანამედროვეობას და წარსულს შორის. ვიყენებ გარკვეული ფორმით კიმანოს, ჰაკამას, ჰაორის, ობის ელემენტებს სამოსში,  ოღონდ თანამედროვე სახით კონსტრუქციაში“

თბილისის მოდის კვირეული რიგით მე-13 სეზონი 3 აპრილს ოფიციალურად დასრულდა.

ნინო როსტიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები