LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისის მოდის კვირეული”-ს მესამე დღე – ჩვენებები და შეფასებები

71

თბილისის მოდის კვირეული გრძელდება.  მე-13 სეზონის  მე-3 დღეს მოდის მოყვარულების წინაშე შემდეგი დიზაინერები წარსდგნენ: ირმა შარიქაძე, Anouki,  More is love, მარიამ გვასალია, Materiel by likachitaia,  Mach & Mach და ქრისტინა ჟღენტი. ირმა შარიქაძემ დადგმული პერფორმანსი მარჯანიშვილის თეტრის სარდაფში წარმოადგინა, ანუკი არეშიძემ კი თავისი კოლექციის პრეზენტაცია საკუთარ მაღაზიში აჩვენა, შემდეგი ლოკაცია კი ისევ სასტუმრო „რუმსი თბილისი“  გახლდათ.

More is Love 

„რუმსი თბილისში“ პირველი კოლექცია  More is love-ის ჩვენებით დაიწყო. ამ ჩვენებაში არამარტო მოდელები, არამედ სხვა ცნობილი სახეებიც იღებდნენ მონაწილეობას. როგორებიც არიან რუსკა მაყშვილი და ანი ფხაკაძე.

რუსკა მაყაშვილი – „ქართველი დიზაინერების აქტიური მომხმარებელი არ ვარ, თუმცა რამდენიმე ნივთი მაქვს მათი. ეს მოდის კვირეული ძალიან მომწონს. მეთვითონაც გავბედე და გამოვედი More is love – ის. ჩვენებაზე ძალიან მომწონს და მივესალმები იმ ფაქტს, რომ ასეთ კარგ დონეზე ტარდება მოდის კვირეულები“

Mach & Mach

 

„ფორტუნა“ ასევე გაესაუბრა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს, რომლის ძმისშვილი იღებდა მონაწილეობას More is love -ის ჩვენებაზე.

„მთავარი მიზეზი რატომაც დღეს მე აქ ვარ არის ის, რომ ჩემი ძმისშვილი გამოდიოდა ამ ჩვენებაზე. კოლექცია მომეწონა. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო.  მიხარია ქართველი დიზაინერების წარმატებები.  ეს ის სფეროა რომელიც საქართველოს სახელს უცხოეთში გაიტანს.“

მოდის კვირეულის რიგით მე-3 დღის ჩვენებებს პიანისტი თათია შარანგიაც ესწრებოდა.

„ქართველ დიზაინერებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ხშირად ვცდილობ, რომ მათი კაბები ბევრი მქონდეს, განსაკუთრებით საკონცერტო კოლექციაში. მოხარული ვარ და მინდა ყველას მივულოცო ასეთი ლამაზი დღე. ჩემთვის მაინც ფავორიტად რჩება ავთანდილი. ჩვენი გემოვნებები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. მგონია, რომ ნამდვილად მივიწევთ წინ ქართულ მოდის სივრცეში და ეს მე ძალიან მახარებს“

დღეს თბილისის მოდის კვირეულის დასკვნითი ეტაპი გაიმართება. მოდის მოყვარულებისთვის 2016/17 შემოდგობა ზამთრის კოლექციებით  წარსდგებიან Diphylleia, Tamanini, Atelier 27,  Association  Anika, თამთა შინდელიშვილი, ნინი ჭელიძე, Blue Flax,  და გიორგი შაღაშვილი.

Materiel ლიკა ჩიტაია

 

ქრისტინა ჟღენტი

მარიამ გვასალია

ნინო როსტიაშვილი

ფოტომასალა აღებულია თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური ფბ-გვერდიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები