LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა ( ფოტო, ვიდეო)

131

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ორნამენტით მოირთო, რომელზეც ქართული სუფრის ელემენტებია გამოყენებული. ქალაქის მთავარი საახალწლო ატრიბუტი მერმა , კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად აანთო.  კახა კალაძემ ქართველებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება.

 

“ჩვენი ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში თოთოეული თქვენგანის როლი მნიშვნელოვანი იქნება. თითოეული თქვენგანი დაგვეხმარება იმ იდეების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ დედაქალაქის მოსახლეობას. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო” – განაცხადა კალაძემ.

 

 

რუსთაველის გამზირზე წინასაახალწლო ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყვნენ მისული. ღია ცის ქვეშ სპეციალურად ამ დღისთვის აშენებულ სცენაზე პარლამენტთან კონცერტიც გაიმართა. გორის ქალთა გუნდმა და გორის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერების პოპური წარმოადგინეს.

დღესვე გაიხსნა ყინულის მოედანი და ცნობილი გახდა, რომ საახალწლო სადღესასწაულო დღეები მთელი ქალაქის მაშტაბით 7 იანვრამდე გაგრძელდება.

ახალი საახალწლო სანათები დამონტაჟდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე – რუსთაველის, ჭავჭავაძის, თამარაშვილისა და კოსტავას გამზირებზე. ასევე, პეკინის, თამარ მეფისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. საახალწლო ილუმინაციები დღეს მთელ ქალაქში აინთება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები