LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ჯამბაზების“ პრემიერა გაიმართება

189

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ჯამბაზების“ პრემიერა გაიმართება, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ წუთებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.

რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზების“ პრემიერა 12, 13, და 17 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. სპეციალურად ამ პრემიერისათვის ოპერის თეატრმა საქვეყნოდ აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მოიწვია. 14  წლიანი განშორების შემდეგ,  12 და 17 აპრილს, ქართველი ბარიტონი პირველად იმღერებს ტონიოს პარტიას თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, რითაც მან მსოფლიოს წამყვანი თეატრები შემოიარა. სულ ახლახან გიორგი გაგნიძემ ტონიოს პარტია მეტროპოლიტენ ოპერას თეატრში შეასრულა, იქამდე კი ლოს ანჟელესში, ფრანკო ძეფირელის 6 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ჯამბაზებს“ პლასიდო დომინგო დირიჟორობდა.

თბილისის ოპერის თეატრში „ჯამბაზები“ ბოლოს 2006 წელს თემურ ჩხეიძემ დადგა. 10 წლის შემდეგ „ჯამბაზები“ ოპერის სცენას უბრუნდება. სპექტაკლის აღდგენის ინიციატივა დავით კინწურაშვილს ეკუთვნის. „ჯამბაზების“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი.

12 და 17აპრილს, ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებში“ მთავარ პარტიებს შეასრულებენ: გიორგი გაგნიძე, ანზორ ხიდაშელი, ირინა თაბორიძე, ზაალ ხელაია, ირაკლი მურჯიკნელი.

13 აპრილს იმღერებენ თეიმურაზ გუგუშვილი, ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, გიორგი წამალაშვილი (სტაჟიორი) და თამაზ საგინაძე.

12 და 13 აპრილს, სპექტაკლის უდირიჟორებს თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, 17-ში  კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი –  დავით კინწურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები