LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხვალ 165-ე სეზონი გაიხსნება

142

საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 165-ე სეზონი 15 სექტემბერს, ზ.ფალიაშვილის ოპერით “აბესალომ და ეთერი” გაიხსნება.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ, საქართველოს სახალხო არტისტი – თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – სულხან გველესიანი, ხათუნა ჭოხონელიძე, კახაბერ თეთვაძე, მარიკა მაჩიტიძე, გია მახარაძე, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი), ნუცა ზაქაიძე (სტაჟიორი), ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი. დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი.

ზაქარია ფალიაშვილმა თავისი შემოქმედების ცენტრალურ ოპერაზე “აბესალომ და ეთერი” მუშაობა 1910 წ. დაიწყო. ხალხური თქმულების “ეთერიანის” სიუჟეტზე ნაწარმოების შექმნის იდეა კომპოზიტორს ცნობილმა პედაგოგმა და ლიტერატორმა პეტრე მირიანაშვილმა მიაწოდა. პეტრე მირიანაშვილმა ხალხური თქმულების ტექსტის გარდა ლიბრეტოში გამოიყენა ვაჟა ფშაველას პოემის ცალკეული სტროფები, ხალხური “ვეფხისტყაოსნისა” და ილია ჭავჭავაძის ლექსის ფრაგმენტები. ოპერის პირველი წარმოდგენა 1919 წ. 21 თებერვალსკომპოზიტორის დირიჟორობით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები