LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის პროკურორი შეიცვალა

179

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.

ქალაქ თბილისის პროკურორის პოსტზე მიხეილ შაყულაშვილი  მალხაზ კაპანაძემ ჩაანაცვლა. თავად თბილისის ყოფილი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი, კი მუშაობას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს. მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს მუშაობას მისი მოადგილე, გიორგი გაბოძეც.

როგორც “ფორტუნას” პროკურატურიდან აცნობეს,  ცვლილებები შეეხო ასევე რეგიონებსაც.

აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად კი შოთა ტყეშელაშვილი. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად – ავთანდილ კოჭლამაზაშვილი. სამცხე – ჯავახეთის პროკურორად კი შოთა რიჟამაძე დაინიშნა.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები