LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანით ვერ გადაადგილდებით – პენსის ვიზიტის გამო შსს შეზღუდვებს აწესებს

44

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დედაქალაქის ქუჩებში სატრანსპორტო შეზღუდვებია, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა ჭანტურიას ქუჩაზე.

31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.

31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.

მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით 2 დღიანი ვიზიტით ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები