LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რომელ უბნებშია „სასწრაფო პედიატრის” გამოძახება უფასო

344

28 ივნისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მშობლებისთვის საინტერესო თემას მიეძღვნა. სრული პედიატრიული და ამბულატორიული მომსახურება სახლში დღეს უკვე ფუფუნება არააა, ”სასწრაფო პედიატრმა” იზრუნა იმაზე, რომ პატარებმა და მშობლემა თავი არიდონ სამედიცინო დაწესებულებებში დამღლელ რიგებს და სახლში მიიღონ საჭირო სამედიციონო მომსახურება. გარდა ამისა, სასწრაფო პედიატსრ აქვს ასევე უფასო მომსახურების აქციაც. თბილისის რომელ უბნებზე ვრცელდება აქცია, რა დაადავადებებმა იმატა ზაფხულის პერიოდში, რა დროს არის აუცილებელი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და რა რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს საზაფხულოდ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სასწრაფო პედიატრის” ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა ისაუბრა.

„სასწრაფო პედიატრს“ დაემატა ახალი მიმართულება, სრული პედიატრიული და ამბულატორიული მომსახურება ბინაზე. რას გულისხმობს ეს სერვისი?  

სასწრაფო პედიატრი მუდმივად უსმენს თავის მომხმარებელს, ბავშვების გარშემო ტრიალებს ყველა და ყველაფერი და ისინი იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს. დღეს ელემენტარული გასინჯვა, სისხლში შაქრის განსაზღვრა, ყურის აპკის დათვალიერება და სხვა ბევრი მანიპულაცია, მათ შორის სისხლის ანალიზის გაკეთება და რენდგენის გადაღება ხდება ბინაზე. მშობელი პაუხს იმ დღესვე, მაილზე იღებს. პედიატრის ბრიგადა დაკომპლექტებულია უშუალოდ პედიატრებისგან და სწორედ ეს განასხვავებს მათ სასწრაფო დახმარების ექიმებისგან. ჩვენს შემთხვევაში, გამოჯანმრთელების ბოლო დღემდე ამ ბავშვებზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვაწარმოებთ მონიტორინგს.

შეიძლება თუ არა, რომ ორ წლამდე ბავშვის მდგომარეობა ვმართოთ ისე, რომ არ დაგვჭირდეს ჰოსპიტალიზაცია?

გააჩნია მდგომარეობას. ყველაზე ბანალური შემთხვევა, რის გამოც ბავშვი ხვდება კლინიკაში არის ხველა, სიცხე და სეზონურად ნაწლავური ინფექციები. თუ ბავშვი იღებს სითხეს, საკვებს, არის ადკევატური, ტემპერატურის დაწევის შემდეგ არის კარგ ხასიათზე, ასეთი ბავშვი არ საჭიროებს კლინიკას, მას სჭირდება გარკვეული ანალიზები და პედიატრის კონსულტაცია.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ბავშვის გადაყვანა კლინიკაში…

სია ძალიან დიდია. ყველაზე გავრცელებული ჩივილები არის ცხელება, რომელიც დამწევს არ ემორჩილება სამი და მეტი დღის განმავლობაში, სუნთქვის შეცვლა და როდესაც ბავშვი უარს ამბობს საკვებსა და სითხეზე. ასევე ნებისმიერი, ბავშვისთვის უჩვეულო მდგომარეობა – მივარდნილობა, ან არადეკვატურად აქტიურობა ნიშნავს იმას, რომ საჭიროა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. ამ მიზეზების უკან დგას ინფექცია, რომელსაც ორგანიზმი ებრძვის, ან მიიღო მედიკამენტი, რომელიც თქვენ ვერ დაინახეთ, ან სკოლასა  და ბაღში მიიღო ტრამვა  და ა.შ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები სასწრაფო დახმარებას მხოლოდ პანიკის გამო იძახებენ, ან პირიქით, მომართვიანობა დაგვიანებულია. რეალურად რა დროს უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

მშობლის პანიკა თუ ინტუიციაზე გადის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ შესაძლებლებლობა, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, 16 112-ზე დარეკოთ, ყოველთვის გიპასუხებთ პედიატრი და შეძლებთ გაიაროთ კონსულტაცია. ცხელება ყველაზე ხშირი პრობლემაა  და რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოიძახონ პედიატრი. საქმე ეხება ბავშვს და მკითხაობის დრო არ არის.

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია მუდმივად გვთავაზობს ახალ გაიდლაინებს კონკრეტულ ჩივილებთან მიმართებაში. თქვენ ამ გაიდლაინს ფეხდაფეხ მიყვებით… რა სიახლეებია ამ მხრივ?

ყველაფერი დღეს მიმართულია ბავშვის დისკომფორტის შესამცირებლად. სულ ორი წელია შეიცვალა მიდგომები ტემპერატურის მიმართაც. როდის უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი?

ამ დრომდე იყო ასეთი რეკომენდაცია, რომ 38 გრადუსამდე არ უნდა მიგვეცა სიცხის დამწევი. დღეს ეს შეიცვალა, არავინ არ ანიჭებს მნიშვნელობას ტემპერატურის ნიშნულს, ეს ჩვენ გვჭირდება მონიტორინგისთვის, რომ დავაკვირდეთ დინამიკას, არის თუ არა კლებისკენ. თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა – 37.1 და ეს მას აწუხებს, უნდა მისცეთ სიცხის დამწევი დისკომფორტის შემცირებისთვის.

ასეთ მედიკამენტებს აქვთ როგორც ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია, ისე  სიცხის დამწევის. თუ არის ტემპერატურა 38.7 და არ აწუხებს, არ უნდა მისცეთ დამწევი საშუალება. წამალი საჭიროა მაშინ, თუკი ტემპერატურის ნიშნული შემაწუხებელია. დამწევის დალევის შემდეგ ბავშვი უნდა მოვიდეს ხასიათზე და გააქტიურდეს – ეს არის სწორედ მარკერი იმისა, რომ ბავშვს რაიმე სერიოზული ინფექცია არ სჭირს. ნორმაზე დაბლა მედიკამენტით ტემპერატურა არ დაიწევა.

არის თუ არა ცვლილებები სხვა ჩივილებთან მიმართებაშიც?

დიახ რა თქმა უნდა, მიდგომები მუდმივად განახლებადია.  ხველის სიროფებზე მინდა ვისაუბრო. 6-7 წლამდე ასაკში ამოსახველებელ სიროფს არანაირი ეფექტი არ აქვს. მათი უმრავლესობის მოქმედი ნივთიერება არის ამბროქსოლი და ხველის სტიმულაციას აკეთებს. ასევე, არ შეიძლება ხველის დათრგუნვა, რადგან უნდა ამოიღოს ბავშვმა ის რაც აწუხებს. ასე ხელაღებით ვურჩევ ყველას, რომ ნუ გამოიყენებენ ამოსახველებელ საშუალებებს. ასევე, მინდა ხაზი გავსუვა, რომ ჰორმონული საშუალებები კონკრეტულად განსაზღვრულ საშუალებებში ინიშნება. საინჰალაციო სახით მიღებული ჰორმონი იმდენად მინიმალური დოზაა, რომ ის არავითარ უკუეფექტს არ იძლევა.

„სასწრაფო პედიატრს“ აქვს ახალი, უფასო მომსახურების აქცია ბავშვებისთვის. თბილისის რომელ უბნებს მოიცავს ის?

ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იმ კონტიგენტისთვის, რომელსაც არ აქვს კერძო დაზღვევა, ან არ აქვთ საშუალება გადაიხადონ სასწრაფოს ღირებულება. მოგეხსენებათ, ეს არის კერძო სამსახური, რომლის მომსახურებაც ფასიანია. ყველასთვის ყველაფრი უფასო ვერ იქნება სამწუხაროდ. პირველ ივნისს დავიწყეთ აქცია, რომელშიც დიდი დიღმისა და თემქის მოსახლეობა იყო ჩართული და გაგრძელდება სექტემბრამდე. თქვენს ეთერში დაავანონსებ პირველად, რომ ამ ორ უბანთან ერთად ერთვება გლდანიც. აქციები გაგრძელდება და გავრცელდება სხვა უბნებზეც, თუმცა პერიოდულად.

როდის იგეგმება „სასწრაფო პედიატრის“ ჩასვლა საქართველოს რეგიონებში?

დიახ, ძალიან ხშირად გვთხოვენ, რომ რეგიონებსაც ვესტუმროთ. ჩვენი კომპანიის გეგმებში არის, რომ გავფართოვდეთ, ასევე პირველად დავაანონსებ თქვენს ეთერში, რომ დაემატა ბათუმი და „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახება შეგეძლებათ ბათუმშიც. ვიღწვით იმისთვის, რომ ეს არ იყოს სეზონური და „სასწრაფო პედიატრი“  ბათუმში იყოს მთელი წლის განმავლობაში. ნელ-ნელა ვეცდებით სხვა რაიონებშიც გავიდეთ, თუმცა, ბოდიშის მოხდით ვიტყვი, რომ კვალიფიციური კადრის პოვნა ძალიან ძნელია.

რა სახის გამოძახებები ჭარბობს ზაფხულის პერიოდში?

ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული დაავადება არ იკვეთება. იმატებს რისკი ამა თუ იმ მწერით გადამტანი დაავადებებისა. მშობლებს მინდა ვურჩიო, ღამის პერიოდში მოკლე მკლავიანი მაისურით ბავშვები გარეთ არ გაიყვანოთ, რადგან აქტიურდებიან ისეთი მწერები, რომლებსაც გადააქვთ დაავადებები, როგორიც არის მაგალითად ლეიშმანიოზი. ასევე, მოიმატებს ნაწლავური ინფექციების რაოდენობა და ეს ძირითადად ზღვის რეგიონში ხდება. საჭიროა ჰიგიენური წესების დაცვა. პლაჟზე ჭამა-სმა არ შეიძლება. სასურველია წყლიდან ამოსული ხელები დაამუშავოთ სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით, ხშირად დაბანეთ ხელები, არ ჩაყლაპოს ზღვის წყალი, არ დაალევინოთ ონკანის წყალი

…და ბოლოს – რა ასაკში უნდა წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე? თუ დავიცავთ მზეზე ყოფნის წესებს, მაშინ რაიმე კატეგორიული აკრძალვა სწორი არ იქნება. თუკი 09:30 საათის შემდეგ ბავშვს ზღვაზე არ გაიყვანთ საღამოს 18:00 საათამდე, მაშინ რაიმე დოგმები არ გვაქვს. ეს ეხება ყველა ასაკის ბავშვს. გამოიყენეთ დამცავი საცხი, ქუდი და ქოლგა.

ბავშვები დიდ დროს ატარებენ ზაფხულში გარეთ, მზეზე ხანგრძლივად ყოფნამ კი შეიძლება გამოიწვიოს მზის დაკვრა, ტრამვები და ა.შ. რას ურჩევდით ამ მხრივ მშობლებს

იმუნიტეტის ასამაღლებლად ტალახში თამაში, ბევრი სიმწვანე და ჰაერი ძალიან კარგია. არცერთ ფეშენებელურ სასტუმროში დასვენება არ შეედრება ტალახში თამაშს. ზაფხულში ხშირია მზის სხივების ჭარბი მიღება, ამ დროს სხეულს შეიძლება დაკრავდეს წითელი, ან მოლურჯო ელფერი, შეიძლება იყოს ღებინება, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. პირველ რიგში საჭიროა ძალიან ბევრი სითხე, ნუ დააძალებთ საკვებს. ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული საშუალებების გამოყენებაც შეგიძლიათ. თუ ხედავთ, რომ დავწვრობა მწვავეა, კანზე არის წყლული, ბავშვი უნდა ნახოს პედიატრმა. ნუ გამოიყენებთ თვითნებურად ზეთზე დამზადებულ მალამოებს, დამწვრობის დროს ზეთი საერთოდ არ შეიძლება.

ზოგადად ზაფხულში ბავშვებში უნდა გაზარდოთ წყლის მიღების ოდენობა. რაც შეეხება ნაწლავურ ინფექციას, ყველაზე მთავარია ის, რომ არ გამოიყენოთ შემკვრელი საშუალებები თვითნებურად. შეავსეთ ორგანიზმი სითხით. ცხელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა განავლის ანალიზის ჩატარება გახდეს საჭირო. თუ დიარეას ერთვის ღებინება, ასევე გვჭირდება ორგანიზმის სითხით შევსება. თუ ბავშვს შეუძლია წყალი დალიოს, მას ალტერნატივა არ აქვს. ასეთ ბავშვს არ ჭირდება კლინიკა  და დამატებითი სტრესი. გადასხმა ეს არის დიდი რაოდენობით ერჯერადად მიღებული სითხე და ორჯერ კუჭის მოქმედებით, ან ღებინებით მთლიანად დაკარგავს მას ორგანიზმი. თუკი მიიღებს ელექტროლიტებს, ყლუპ-ყლუპობით სითხეს, ჩათვალეთ, რომ გადასხმა გააკეთეთ. თუ ბავშვი აღებინებს სითხეს, მაშინ რა თქმა უნდა საჭიროა გადასხმა.

როგორ უნდა მივხდეთ, რომ მოხდა გაუწყლოება? არ უნდა იყოს ადინამიური, მივარდნილი, უნდა ტიროდეს ცრემლით, განსაკუთრებით ჩვილები. თუკი ბავშვი ითხოვს დიდი რაოდენობით  წყალს, ნიშნვს, რომ არის გაუწყლოება. საკვებით ინტოქსიკაციის დიაგნოსტირება რთულია და აზრიც არ აქვს, რადგან მკურნალობა და გართულება ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა. ზაფხულში სიფრთხილით მოეკიდეთ კრემიან, მალფუჭებად საკვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები