LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის მოხმარებას იწყებს

133

კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის მოხმარებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტავ ჯორჯია” ავრცელებს. მათივე ცნობით, აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე მზის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი უკვე დასასრულს უახლოვდება.

აღნიშნული პროექტი კი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს.