LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს

257

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მოქალაქის მიერ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და აეროპორტში არანაირი საეჭვო ნივთი არ უპოვნიათ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა.

აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეფერხდა რეისები თბილისი-ასტანის, თბილისი-თელავივის და თბილისი-თეირანის მიმართულებით. მათივე ცნობით, აეროპორტს რეისების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია.