LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე 15 პოლონურ ფილმს ნახავთ

78

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებელს 15 პოლონური ფილმის ხილვის საშუალება ექნება. „ქვეყანა ფოკუსში – პოლონეთი“ ფესტივალზე ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის გამორჩეული ბრენდის, Culture. Pl-ისა და პოლონეთის კინოინსტიტუტის ორგანიზებით კეთდება.

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პოლონური კინოს ბოლო ხუთი წლის ნამუშევრები. სექციაში, „ქვეყანა ფოკუსში – პოლონეთი,“ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით 14 ფილმი იქნება ნაჩვენები. კიდევ ერთი პოლონური ფილმი „ტალღები“ მონაწილეობას მიიღებს სექციაში, „საერთაშორისო კონკურსი“.

პოლონური ფოკუსი ასევე მოიცავს დისკუსიას „ფერფლიდან ალმასამდე“, რომელიც შეეხება პოლონურ კინოინდუსტრიას 1989 წლიდან დღემდე. დისკუსიას გაუძღვება პოლონელი კინოსექსპერტი – იაკუბ მაიმურეკი.

შეგახსენებთ, რომ Culture. Pl წარმოადგენს ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის გამორჩეულ ბრენდს, რომლის მიზანიც არის პოლონეთის და პოლონური კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.

 

15231584_1409982325708840_1714819590_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები