LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

93

28 ნოემბერს თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი მარგარეტე ფონ ტროტას ფილმით ,,როზა ლუქსემბურგი’’ გაიხსნა, რომელიც ევროპაში მოღვაწე პოლიტიკური აქტივისტის, ფილოსოფოსისა და თეორეტიკოსის როზალია ლუქსემბურგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ფესტივალის გახსნას ფილმის რეჟისორი მარგარეტე ფონ ტროტა საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო.

თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა წელს პოლიტიკა იყო. ფესტივალის წლევანდელი ფერი, ნაცრისფერი სწორედ ამ თემის არჩევამ განაპირობა.

კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო კონკურსია. საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელს საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი კანადელი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტი იყო.

3 დეკემბერს კინოთეატრში “ამირანი” კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. ფესტივალის საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოავლინა:

საერთაშორისო კონკურსი:

1.ოქროს პრომეთე (საუკეთესო ფილმი) – ”სხვისი სახლი”, რუსუდან გლურჯიძე, საქართველო
2.ვერცხლის პრომეთე (საუკეთესო რეჟისურა) – ”პატარა ადამიანების მიწა”, იანივ ბერმანი, ისრაელი

ეროვნული კონკურსი:

1.საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – ”თვე, როგორც ერთი დღე”, რეზო ესაძე
2.საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – Life is Be, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
•განსაკუთრებული აღნიშვნა: ”დაისის მიზიდულობა”, სალომე ჯაში
3.საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ”დაკარგული სოფელი”, გიორგი თოდრია
•განსაკუთრებული აღნიშვნა: ”ჩვენი წელთაღრიცხვით 2015”, ხათუნა ხუნდაძე

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები