LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

188

24 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება, რომელიც 8 ოქტომბრამდე გასტანს და რვა წლის იუბილესაც აღნიშნავს.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ გამოფენებს, ვორქშოფებს, სემინარებს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ქუჩის წარმოდგენები.

შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით ჩამოდიან. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 80-მდე საერთაშორისო სტუმარია მოწვეული.

თეატრალურ ფესტივალს, ყოველ საღამოს, 22:00 საათზე რესტორანი ”სტრადა” უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები