LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის

479

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400  საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+ პოზიცია დაიკავა. როგორც თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის Times Higher Education-ის მონაცემებით, 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. ევროპის 2017 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა.

ევროპის უნივერსიტეტები მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. ჩამონათვალს კვლავ ოქსფორდის უნივერსიტეტი ლიდერობს. მასთან ერთად ჩამონათვალში გაერთიანებული სამეფოს 90 სხვა უნივერსიტეტია. უნივერსიტეტების რაოდენობით მე-2 ადგილს გერმანია იკავებს (41 უნივერსიტეტი, მათგან უმეტესობა 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა).

2017 წლის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპის 35 ქვეყნის უნივერსიტეტებია წარმოდგენილი.

როგორც „ფორტუნას“ თსუ-დან აცნობეს,  უნივერსიტეტი, ასევე, პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც გასულ წელს „თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა.

„თაიმსის“ რანჟირება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ რანჟირებაა, საქმიანობის 12-წლიანი გამოცდილებით. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან.

„თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება აიღო საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი (გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით),“ – ამბობენ სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამასთან,  წელს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში საკონკურსოდ Times Higher Education -მა კვლევითი კომპონენტის შესაფასებლად  გამოიყენა უნივერსიტეტების გამოცემების რაოდენობაც.  რეიტინგში აისახა მხოლოდ ის პუბლიკაციები, რომელიც Elsevier Scopus-ის ბაზაში იძებნება.

შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:

  • სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
  • კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
  • ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
  • საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
  • ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას,  სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლევების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები