თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ბიუჯეტის მოცულობა 801 302 000 ლარს შეადგენს.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათება. ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.