LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა

95

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. საკრებულოს სხდომაზე მისი კანდიდატურა უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა.

გიორგი ტყემალაძეს 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგი იყო. გიორგი ტყემალაძემ, პირველ რიგში, ახლადარჩეულ დეპუტატებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და, ასევე, მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეხუთე მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება შინაარსობრივად ხდებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით.

ამ წუთებში თბილისის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები