LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს წევრი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

73

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი,  კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

”2018 წლის 28 თებერვალს თემურ გორგაძემ  ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები