LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოში დღეს ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების 1 ლარად გადაცემას განიხილავენ

20

თბილისის საკრებულოში დღეს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ამ საკითხის მიღებას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უკვე დაანონსებულია, რომ სხდომას ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატები დაესწრებიან.

სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული.