LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოსთან აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო 27 ოქტომბრისთვის გადაიდო

63

თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ბრალდებულების შუამდგომლობა გახდა, რომლის თანახმადაც, მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა აქციის ამსახველი ვიდეომასალები გაეანალიზებინათ, ასევე ვერ მოხდა ტელევიზიების მიერ ვიდეო მასალების სრულად გადაცემა ბრალდებისთვის.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ადვოკატი გოგა ონიანი. მისი განცხადებით, პოლიციის პოზიცია ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას.

დაცვის მხარე მოითხოვდა სასამართლო სხდომა 21 ოქტომბრამდე გამართულიყო, რადგან ბრალდებულთა შორის 6 მაჟორიტარობის კანდიდატი და ერთი მერობის კანდიდატია.

მისამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს დანიშნა.

პოპულალურები