LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის თანამშრომლების მოთხოვნებს ეხმაურება

38

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ნაწილის მიერ დღეს გამართულ აქციას და სატრანსპორტო კომპანიის წინაშე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეხმაურება.

კომპანიაში აცხადებენ რომ მათ  დღეს გარკვეული მოთხოვნებით მიმართა მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებმა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის წევრებმა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მოთხოვნები, ძირითადად, შრომის ანაზღაურების მატებას შეეხებოდა, რაც მათ მიერ დღეს გამართულ აქციაზეც იქნა გაჟღერებული.

“კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი და აფასებს წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ შრომას, როგორც  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, ასევე, დედაქალაქის და მისი მცხოვრებლების წინაშე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს გამართულ მუშაობას ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია,” – განაცხადეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.“

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ამასთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ითვალისწინებს რა დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები