LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ბედი მალე გადაწყდება

89

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ნაწილთან მიმართებით, გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობას მალე დაასრულებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ გახდება მსჯელობის საგანი ”საქართველოს რკინიგზის” მიერ შემოთავაზებული რომელი პროექტი უნდა განახორციელოს მერიამ.

”პროექტი გრძელდება და სამომავლოდ განხორციელდება. კონკრეტული დეტალები დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ნარმანიამ.

”საქართველოს რკინიგზამ” თბილისის მერიას შემოვლითი რკინიგზის სამი პროექტი შესთავაზა.  ერთ-ერთი თბილისის ცენტრალური სადგურის მთლიანად გადატანას გულისხმობს. მეორე პროექტის მიხედვით, რკინიგზას ნაწილობრივ გადაიტანენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თბილისის ფარგლებში, 70 ჰექტარზეა განთავსებული, დედაქალაქში აღარ იქნება და დარჩება უშუალოდ რკინიგზა, 13 ჰექტარზე. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხება შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალური დოზით დარჩება.

 

პროექტიდან ერთ-ერთს მერია მას შემდეგ შეარჩევს, რაც განაშენიანების გენერალური გეგმა მომზადდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები