LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თანამედროვე ბალეტი პრემიერას მართავს

85

2,3,4,9,10 და 11 მარტს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა “ და Silk Factory Studio – ს ერთობლივი პროექტი – „მეტამორფოზები” გაიმართება.

ეს არის შესაძლებლობა, საბალეტო ენით მონათხრობი ოვიდიუსის „უწყვეტი სიმღერა” ნახოთ, რომელიც სამყაროს წარმოშობიდან ავგუსტუსის დრომდე კაცობრიობის ბედს აღწერს.

„გარდასახვები” მუსიკასაც შეეხება, როდესაც იოჰან სებასტიან ბახის მუსიკას ნიკა მაჩაიძე სცენიდანვე გადაიყვანს სპეციალურად „მეტამორფოზებისთვის“ დაწერილ ელექტრონულ მუსიკაში.

ღონისძიება აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები