LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ვიცემერის და ვარკეთილის მოსახლეობის შეხვედრა დასრულდა

21

თბილისის ვიცემერთან ვარკეთილის მოსახლეობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შედეგად ცნობილია, რომ საქმე ერთი კვირით გადაიწევს.

როგორც ერთ-ერთმა მოსახლემ, ოთარ შანიძემ, “ფორტუნას” განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაონში ექსპერტიზას ჩაატარებს, საიდანაც მოსახლეობა ელის იმის დასტურს, რომ მშენებლობის შემთხვევაში ავტოფარეხი სრულად გაუქმდება და, ასევე, კორპუსთან მიახლოვებას ვერც სასწრაფო და ვერც სამაშველო ბრიგადები ვერ მოახერხებენ.

ვარკეთილის მოსახლეობა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას თბილისის მერიასთან აპროტესტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები